აღარ ეძებოთ შეკვეთები და გადახდები. მართეთ ბიურო.
Suliko Office-ში შეკვეთები, თარჯიმნები, ნოტარიუსები, ფასები და ფინანსები ერთ სისტემაშია. თქვენი გუნდი აღარ იკითხავს „სად არის ეს დოკუმენტი?“, თქვენ კი ყოველ შეკვეთაზე მოგებას დაინახავთ. სისტემა მოქმედ ბიუროში შეიქმნა და იქვე ყოველდღე გამოიყენება.
90-დღიანი გარანტია: თუ სისტემა თქვენს ბიუროს არ მოერგო, თანხას დაგიბრუნებთ.
უკვე იყენებთ Suliko Office-ს?შესვლა
გეცნობათ? თითოეული მათგანი თქვენს დროსა და ფულს ხარჯავს.
„სად არის ახლა ეს დოკუმენტი?“
ყველა შეკვეთის მიმდინარე სტატუსს ყველა ხედავს, ამიტომ კითხვა აღარ დაგჭირდებათ.
„თარჯიმანს და ნოტარიუსს გადავუხადეთ?“
ანაზღაურება ყველა შეკვეთაზე ფიქსირდება: ხედავთ, რა არის გადახდილი და რა დარჩენილი.
„ერთსა და იმავე დოკუმენტზე ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა ფასი რატომ თქვა?“
ფასს სისტემა ითვლის ყოველთვის ერთი წესით, ამიტომ არასწორი ფასის გამო თანხა აღარ დაიკარგება.
ფასი წამებში
სრული ფასი კლიენტს მაშინვე უთხარით, სანამ ხაზზეა
მიუთითეთ დოკუმენტი, ენობრივი წყვილი, გვერდები და ასლები. სისტემა თარგმანს თქვენი ფასებით დაითვლის, ნოტარიუსის საფასურს დაამატებს და ერთ საბოლოო ჯამს მოგცემთ. კალკულატორი და გამოცნობა აღარ დაგჭირდებათ.
- თქვენი ფასები თითოეული ენობრივი წყვილისთვის
- ნოტარიუსის საფასური გვერდებისა და დოკუმენტების მიხედვით ითვლება
- ყველა თანამშრომელი ერთსა და იმავე ფასს ასახელებს, ამიტომ არასწორი ფასის გამო აღარ წააგებთ
როგორ გადის შეკვეთა
პირველი ზარიდან გაცემამდე არავის მოუწევს კითხვა
მთელი გუნდი ერთსა და იმავე სტატუსს ხედავს. კლიენტი პასუხს უფრო სწრაფად იღებს, თქვენს გუნდს კი დრო ეზოგება.
- 1ახალიმოთხოვნა შემოვიდა, ფასი დაითვალა
- 2გადახდილიკლიენტის გადახდა აისახა
- 3თარჯიმანთანთარჯიმანი ენობრივი წყვილის მიხედვით შეირჩა
- 4კორექციაზეტექსტს მეორე ადამიანი ამოწმებს
- 5ნოტარიუსთანდოკუმენტი ნოტარიუსთანაა
- 6მზადაა გასაცემადკლიენტს ელოდება
- დასრულებულიდოკუმენტი გაიცა, ანაზღაურება აღირიცხა
ყველაფერი ერთ სისტემაში
ყველაფერი, რაც ბიუროს სჭირდება, ერთ სისტემაში
შეკვეთა, რომელიც არ იკარგება
ყველა შეკვეთა პირველი მოთხოვნიდან გაცემამდე, სტატუსით, რომელსაც მთელი გუნდი ხედავს.
სწორი თარჯიმანი ყოველთვის
თითოეულ თარჯიმანსა და ნოტარიუსს მითითებული აქვს ენობრივი წყვილები, ამიტომ შეკვეთა ყოველთვის სწორ ადამიანთან მიდის.
ფასები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა
თარგმანისა და ნოტარიუსის ღირებულებას სისტემა ენობრივი წყვილის, დოკუმენტის ტიპის, გვერდების, ვადისა და ასლების მიხედვით ითვლის.
მოგება, რომელსაც ხედავთ
კლიენტების გადახდები, თარჯიმნებისა და ნოტარიუსების ანაზღაურება, ხარჯები და მოგების ანგარიშები.
კლიენტები და მათი წყარო
ფიზიკური და იურიდიული პირები, კლიენტის პორტალი და ინფორმაცია, საიდან მოვიდა თითოეული კლიენტი.
თქვენი გუნდი, თქვენი წესები
ხუთი როლი, თანაც თანამშრომლები მოგებას ვერ ხედავენ. ორეტაპიანი ავტორიზაცია და ყველა ცვლილების ისტორია.
პირველი ვერსია წამებში
პირველი ვერსია Suliko AI-სგან მიიღეთ სისტემიდან გაუსვლელად და დასასრულებლად თარჯიმანს გადაეცით.
ფინანსები
იცოდეთ, ვინ გადაგიხადათ და ვის უნდა გადაუხადოთ
ყველა შეკვეთაზე აისახება, რა გადაიხადა კლიენტმა და რა ეკუთვნის თარჯიმანსა და ნოტარიუსს. თვის ბოლოს ჯამები უკვე მზადაა, მოგებას კი ყოველ შეკვეთაზე ხედავთ.
- კლიენტების გადახდები და თანხის დაბრუნება
- თარჯიმნისა და ნოტარიუსის ანაზღაურება ყველა შეკვეთაზე
- მოგება თითოეულ შეკვეთაზე და თვის ჯამში
ანგარიშები
ნახეთ, რა გაძლევთ შემოსავალს და რა არა
შემოსავალი, მოგება და მოცულობა კვირისა და თვის მიხედვით, წინა პერიოდთან შედარებით. შემდეგ ნახეთ, საიდან მოდის ყველაზე მეტი შემოსავალი: რომელი ენობრივი წყვილიდან, რომელი წყაროდან და რომელი კლიენტისგან.
- შემოსავალი და მოგება კვირებისა და თვეების მიხედვით
- შეკვეთები და ნათარგმნი გვერდები, დინამიკაში
- ყველაზე მოთხოვნადი ენობრივი წყვილები და შეკვეთების წყაროები
განსხვავება
Excel და WhatsApp თუ ერთი სისტემა
დღეს: Excel და WhatsApp
- შეკვეთის საპოვნელად კოლეგას ეკითხებით ან ჩატს ათვალიერებთ
- ფასს ყველა მეხსიერებიდან ასახელებს
- გახსოვთ, ვის გადაუხადეთ და ვის არა
- მოგებას თვის ბოლოს ითვლით, თუ ითვლით
Suliko Office-ით
- ყველა შეკვეთას მიმდინარე სტატუსი აქვს
- ერთი ფასების სია, ერთი გამოთვლა
- ანაზღაურება ყველა შეკვეთაზე ფიქსირდება
- მოგება ჩანს შეკვეთაზე, კვირაში და თვეში
უსაფრთხოება
თქვენი ბიუროს მონაცემები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით
გამიჯნული მონაცემები
თითოეული ბიუროს მონაცემები სხვა ბიუროებისგან სრულად გამიჯნულია.
ორეტაპიანი ავტორიზაცია
შესვლისას დამატებითი შემოწმება ანგარიშს იცავს, პაროლი რომც გაჟონოს.
ცვლილებების ისტორია
ყველა შეკვეთასა და გადახდაზე ჩანს, ვინ რა შეცვალა და როდის.
თქვენი შეთავაზება
რას იღებთ, როცა Suliko Office-ით იწყებთ
სრულად მომუშავე სისტემას თქვენი ბიუროსთვის და არა მხოლოდ ანგარიშს ინსტრუქციით.
დანერგვას ჩვენ ვაკეთებთ
ბიუროს სისტემაში ჩვენ ავაწყობთ, გადმოვიტანთ კლიენტებს, თარჯიმნებსა და ფასებს, თქვენს გუნდს კი სისტემით მუშაობას ვასწავლით.
თქვენი ფასები
თითოეული ენობრივი წყვილის ფასი და ნოტარიუსის საფასური თქვენი ბიუროს წესებით, ამიტომ პირველივე დღიდან სწორ ფასს ასახელებთ.
ფასი თქვენი მოცულობის მიხედვით
პაკეტები თვეში 50-მდე, 100-მდე და 100-ზე მეტი შეკვეთისთვის. იხდით თქვენი ბიუროს ზომის მიხედვით.
90 დღე, თანხის დაბრუნების გარანტიით
90 დღე იმუშავეთ რეალურ შეკვეთებზე. თუ სისტემა თქვენს ბიუროს არ მოერგო, თანხას დაგიბრუნებთ.
მოგვწერეთ, თვეში რამდენ შეკვეთას ამუშავებთ, და თქვენი ბიუროსთვის შეთავაზებას მოვამზადებთ.
კითხვები
რას გვეკითხებიან ბიუროები
ყველაფერს Excel-სა და WhatsApp-ში ვაწარმოებთ. გადმოსვლა რთული ხომ არ იქნება?
არა. კლიენტებთან WhatsApp-ით ურთიერთობას ისევ განაგრძობთ, შეკვეთები, გადახდები და სტატუსები კი ერთ ადგილას მოექცევა. არსებული მონაცემების გადმოტანაში დაგეხმარებით.
როგორ ხდება დანერგვა და მონაცემების გადმოტანა?
ბიუროს სისტემაში ჩვენ თვითონ ავაწყობთ, გადმოვიტანთ კლიენტებს, თარჯიმნებსა და ფასებს, თქვენს გუნდს კი სისტემით მუშაობას ვასწავლით.
რა ენებზე მუშაობს სისტემა?
სისტემის ინტერფეისი ქართულ და ინგლისურ ენებზეა. შეკვეთებში ნებისმიერი ენობრივი წყვილის გამოყენება შეგიძლიათ, თითოეული თარჯიმნის წყვილებს კი თავად მიუთითებთ.
რა ღირს?
ფასი დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე: პაკეტები 50-მდე, 100-მდე და 100-ზე მეტი შეკვეთისთვის. დაჯავშნეთ დემო ან მოგვწერეთ თვიური მოცულობა და შეთავაზებას მოგიმზადებთ. ყველა გეგმაზე მოქმედებს 90-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია.
რა მოხდება, თუ სისტემა ჩვენ არ მოგვერგო?
თქვენ გიცავთ 90-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია. 90 დღე იმუშავეთ რეალურ შეკვეთებზე და თუ სისტემა თქვენს ბიუროს არ მოერგო, თანხას დაგიბრუნებთ.
დემო
ნახეთ, როგორ იმუშავებს თქვენი ბიურო Suliko Office-ში
მოგვიყევით მოკლედ თქვენი ბიუროს შესახებ. დაგიკავშირდებით, დროს შევათანხმებთ და სისტემას თქვენნაირ შეკვეთებზე გაჩვენებთ.
რას ნახავთ შეხვედრაზე
როგორ გადის შეკვეთა მოთხოვნიდან გაცემამდე
როგორ გადმოვა თქვენი Excel-ი და WhatsApp-ის მიმოწერა სისტემაში
ფასი თქვენი ბიუროსთვის და 90-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია
ბიურო არ გაქვთ?
დოკუმენტის გადათარგმნა გჭირდებათ? გაიცანით Suliko Translate
ატვირთეთ ფაილი და რამდენიმე წუთში ნახეთ თარგმანი ორიგინალის გვერდით. პირველი 10 გვერდი უფასოა.
უკვე იყენებთ Suliko Office-ს?
შედით და გააგრძელეთ მუშაობა თქვენს შეკვეთებზე, თარჯიმნებზე, ნოტარიუსებსა და გადახდებზე.