თარგმნის ბიუროების მართვის სისტემა

მართე შენი თარგმნის ბიურო ერთი ეკრანიდან

შეკვეთები, თარჯიმნები, ნოტარიუსები, გადახდები და კლიენტები ერთ სისტემაში. შექმნილია მოქმედი ბიუროს მიერ და ყოველდღიურად გამოიყენება.

უკვე იყენებ Suliko Office-ს?შესვლა

სანიმუშო მონაცემები

ნაცნობია?

„სად არის ეს დოკუმენტი ახლა?“

ყველა შეკვეთას აქვს მიმდინარე სტატუსი.

„გადავუხადეთ თარჯიმანს და ნოტარიუსს?“

ანაზღაურება აღირიცხება ყველა შეკვეთაზე.

„რატომ დაასახელა ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა ფასი?“

ერთი ფასების სისტემა, ყოველთვის ერთნაირი გამოთვლა.

როგორ მუშაობს

ერთი შეკვეთა მიღებიდან გაცემამდე

გუნდის ყველა წევრი ერთსა და იმავე სტატუსს ხედავს, ამიტომ აღარავის უწევს კითხვა, სად არის დოკუმენტი.

შეკვეთა #1042 · დიპლომი · KA → EN
  1. 1
    ახალიმოთხოვნა მიღებულია, ფასი დათვლილია
  2. 2
    გადახდილიკლიენტის გადახდა აღრიცხულია
  3. 3
    თარჯიმანთანმიბმულია ენობრივი წყვილით
  4. 4
    კორექტურაზემეორე თვალით შემოწმება
  5. 5
    ნოტარიუსთანნოტარიულად დასამოწმებლად
  6. 6
    მზადაა გასაცემადელოდება კლიენტს
  7. დასრულებულიგაცემულია, ანაზღაურება აღირიცხება

რა შედის

ყველაფერი, რაზეც ბიურო დგას, ერთ სისტემაში

შეკვეთები და სტატუსები

ყოველი შეკვეთა პირველი მოთხოვნიდან გაცემამდე, სტატუსით, რომელსაც მთელი გუნდი ხედავს.

ახალითარჯიმანთანმზადაა გასაცემად

თარჯიმნები და ნოტარიუსები

შენი თარჯიმნები და ნოტარიუსები მათი ენობრივი წყვილებით, რათა ყოველი შეკვეთა სწორ ადამიანთან მივიდეს.

KA ↔ ENKA ↔ RUKA ↔ DE

ავტომატური ფასი

ფასი ითვლება ენობრივი წყვილის, დოკუმენტის ტიპის, სისწრაფისა და ასლების რაოდენობის მიხედვით.

KA → EN+დიპლომი+სასწრაფო+2 ასლი

ფინანსები

კლიენტების გადახდები, თარჯიმნებისა და ნოტარიუსების ანაზღაურება, ხარჯები და მოგების ანგარიშები.

კლიენტები და წყაროები

ფიზიკური და იურიდიული კლიენტები, კლიენტის პორტალი და ინფორმაცია, საიდან მოვიდა თითოეული მათგანი.

B2CB2Bკლიენტის პორტალი

გუნდი და როლები

ხუთი როლი: თანამშრომლები მარჟას ვერ ხედავენ. ორფაქტორიანი ავტორიზაცია და ქმედებების სრული ჟურნალი.

5 როლი2FAჟურნალი

ჩაშენებული AI თარგმანი Suliko-სგან

მიიღე პირველი ვერსია Suliko AI-სგან სისტემიდან გაუსვლელად და გადაეცი თარჯიმანს დასასრულებლად.

გამოცდილება

შექმნილია მოქმედ თარგმნის ბიუროში

Suliko Office ყოველდღიურად მართავს ჩვენი თარგმნის ბიუროს საქმეს. ეს მისი მაჩვენებლებია.

დამუშავებული შეკვეთა
1,000+
კლიენტი
700+
ბიზნეს კლიენტი
140+
შეკვეთა თვეში
~120

უსაფრთხოება

შენი ბიუროს მონაცემები მხოლოდ შენია

მონაცემების იზოლაცია

თითოეული ბიუროს მონაცემები სისტემაში სხვა ბიუროებისგან სრულად გამიჯნულია.

ორფაქტორიანი ავტორიზაცია

შესვლისას დამატებითი შემოწმება ანგარიშს იცავს, პაროლის გაჟონვის შემთხვევაშიც კი.

ქმედებების სრული ჟურნალი

ნახე, ვინ რა შეცვალა და როდის, ყველა შეკვეთასა და გადახდაზე.

კითხვები

კითხვები, რომლებსაც ბიუროები გვისვამენ

ყველაფერს Excel-სა და WhatsApp-ში ვაწარმოებთ. რთულია გადმოსვლა?

არა. კლიენტებთან WhatsApp-ით ურთიერთობას აგრძელებ, შეკვეთები, გადახდები და სტატუსები კი ერთ ადგილას გადმოდის. არსებული მონაცემების გადმოტანაში დაგეხმარებით.

როგორ ხდება დანერგვა და მონაცემების იმპორტი?

სისტემაში ვაწყობთ შენს ბიუროს, გადმოგვაქვს კლიენტები, თარჯიმნები და ფასები, და გუნდს სისტემას ვაცნობთ.

რომელ ენებს უჭერს მხარს?

სისტემა მუშაობს ქართულად და ინგლისურად. შეკვეთებში შეგიძლია ნებისმიერი ენობრივი წყვილი გამოიყენო. წყვილებს თითოეულ თარჯიმანს შენ უწესებ.

რა ღირს?

ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბიუროს ზომასა და საჭიროებებზე. დაჯავშნე დემო და შემოგთავაზებთ შესაბამის პირობებს.

დემო

ნახე Suliko Office ონლაინ შეხვედრაზე

მოგვიყევი ცოტა შენი ბიუროს შესახებ და დაგიკავშირდებით დროის შესათანხმებლად.

შეხვედრაზე

ერთი შეკვეთის გზა მოთხოვნიდან გაცემამდე

როგორ გადმოვა შენი არსებული Excel-ისა და WhatsApp-ის პროცესი

შენს ბიუროზე მორგებული ფასი

ამ მონაცემებს მხოლოდ დემოს დასაგეგმად ვიყენებთ.

Suliko Office: თარგმნის ბიუროების მართვის სისტემა